თელავში ძაღლი იარაღით ჩაცხრილეს – საზარელი დანაშაული თელავში

თელავში, ალაზნის გამზირზე მიუსაფარი ძაღლი იარაღით ჩაცხრილეს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, მიუსაფარი ძაღლი იმავე კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. ადგილზე პოლიცია თვითმხილველებმა გამოიძახეს.

როგორც ოჯახის წევრებიაცხადებენ, იარაღი, რომლითაც გასროლა მოხდა, მამაკაცის პირად საკუთრებაშია და ძაღლისგან თავს იცავდა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.