თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს COVID19-ი  დაუდასტურდა.  როგორც  საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ განაცხადა, ცერცვაძის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე სირთულისაა, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.