ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია და “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებენ, რომ მზად არიან ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის ინიციატივას შეუერთდნენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 ახალგაზრდას თავდებში ჩაუდგნენ.
“იქამდე, სანამ სექტემბერი მოვა, ქართული ოცნება სამაგალითო/სანიმუშო დასჯაზე გადავიდა იმისთვის, რომ ხალხი კიდევ უფრო დააშინონ და ახალგაზრდა ადამიანებს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, გრძელვადიანად საპატიმროში უშვებენ […] მე არ ვფიქრობ, რომ თავდებობა ამას უშველის, მაგრამ, ბუნებრივია, თუ შესაძლებლობა და საჭიროება იქნება, რომ ეს ხალხი მეც დავიცვა, ამისთვის მზად ვარ”. – განაცხადა აქუბარდიამ.
განცხადება გააკეთა გიორგი ვაშაძემაც.:
“ანა ნაცვლიშვილისგან ამ ინიციატივას მივესალმები. მე მზად ვარ, მას შევუერთდე და ჩათვალეთ, რომ ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არის”. – თქვა ვაშაძემ.
ანა ნაცვლიშვილმა, შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




