თეორიულად ამერიკულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაცია, როგორც რამდენიმე დღის წინ ალ ქაიდას ლიდერის, აიმან ალ ზავაჰირის ლიკვიდაცია მოახდინეს.
ამის შესახებ უკრაინული შეიარაღებული ძალების თადარიგის გენერალმა, ვიქტორ იაგუნმა უკრაინულ ტელეარხზე განაცხადა.
“თეორიულად ამერიკულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ პუტინს ისევე მოექცნენ, როგორც ალ ქაიდას ლიდერს, აიმან ალ ზავაჰირს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმ სისტემას, რომელიც პუტინს იცავს, ასევე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებსა და რადარების სისტემას შეუძლიათ ამ ტერორისტის ლიკვიდაციის აღკვეთა.“–თქვა იაგუნმა.
მისი განცხადებით, ალ ზავაჰირის ლიკვიდაციის ოპერაცია ადასტურებს აშშ–ს სპეცსამსახურების შეუზღუდავ შესაძლებლობებს.
“აშშ–ს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უთვალთვალებდნენ ალ ზავაჰირის ქაბულში ბევრი დღის განმავლობაში, შეისწავლეს მისი გრაფიკი და იცოდნენ ჩვევები. ასევე გამოიყენეს რაკეტები, რომლებიც არა ასაფეთქებელი ნივთიერებით, არამედ სპეციალური გალესილი პირებით იყო აღჭურვილი ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. ეს არის უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა და ადასტურებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურების შესაძლებლობები ფაქტიურად შეუღზუდავია“–თქვა გენერალმა.