კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 15:43

თერჯოლაში და ხონში ოპოზიცია “ევროპული საქართველოს” კანდიდატებს დაუჭერს მხარს

“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები 12 ოლქში წარადგინა, მათგან ორი შეირჩა საერთო ოპოზიციური შეთანხმებით.

პარტიის მიერ შეთანხმებული საერთო კანდიდატები იქნებიან ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში – ზურაბ ბუცხრიკიძე.

მუნიციპალიტეტები, სადაც ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს შეთანხმებულ კანდიდატებს:

  • ქუთაისი
  • ბათუმი
  • ზუგდიდი
  • თელავი
  • რუსთავი
  • წყალტუბო
  • მარტვილი
  • ქობულეთი
  • ხულო
  • ასპინძა
  • ახმეტა
  • გურჯაანი
  • დმანისი
  • ლანჩხუთი
  • მესტია
  • ჭიათურა

გიგა ბოკერიას განცხადებით, 664 სამაჟორიტარო ოლქიდან 315 ოლქში სხვადასხვა პარტიებს შორის შედგა შეთანხმება საერთო კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.