თვითმკვლელობის მცდელობა თუ ბადრაგის გასროლა–დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 28 წლის გურამ სვანიძე კლინიკაში თავის არეში მიყენებული გამჭოლი ჭრილობით მიიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა  და ამ დროისთვის სვანიძე მართვის სუნთქვაზეა. ექიმები ოჯახს მისი გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ.

“ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ, ვიფიქრე, რომ კარგია ალბათ ფსიქიატრიულში რახან არის. ფანჯრიდან დავინახე გუშინ და მეგონა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ მოვდივარ დღეს დილას და მეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. ოპერაცია ტარდებოდა რომ მოვედი. რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით. ფსიქიატრიულიდან გადაწყვიტეს, რომ გადაეყვანათ უკან ისევ ციხეში, გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ”, – ამბობს პატიმრის დედა, ნათია შენგელია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, სვანიძე, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იყო, გლდანის ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის დამძიმების გამო ორი დღის წინ გადაიყვანეს. გასროლა კი დღეს გამთენიისას მოხდა, როცა კლინიკაში ციხის საბადრაგო სამსახური მივიდა.

ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ მათ უთხრეს, თითქოს პატიმარმა ბად­რაგს ია­რა­ღი წა­არ­თვა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, ანუ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში თვითონ მიიყენა. სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა იმ დროს მოხ­და, როცა ბრალ­დე­ბულს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან   სას­ჯე­ლა­ღას­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აბ­რუ­ნებ­დნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის კაცს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გუ­რამ სვა­ნი­ძე მიმდინარე წლის 2 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მისი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და საწ­ვა­ვი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რი 28 წლის ბიჭ­მა არ გა­და­ი­ხა­და.

რა ვითარებაში დაიჭრა პატიმარი, ამის დასაგდენად გამოძიება მიმდინარეობს.