“თვითმფრინავში რომლითაც ივანიშვილი გაიქცევა, თქვენი ადგილი არ იქნება ” ასე მიმართა, ენმ-ის დეპუტატმა ანი წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტში სადაც 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ვერ იქნებით, თქვენ ასე ძალიან მარტივად ქუჩაში ვერ გახვალთ და არა იმიტომ, რომ ვინმე რევანშს აპირებს თქვენზე, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ამ ახალგაზრდებს 20 ივნისს დაზარალებულებს ვერ ჩახედავთ თვალებში და იმ თვითმფრინავში, რითაც ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა, თქვენი ყველას ადგილი ნამდვილად არ იქნება.”- განაცხადა ანა წითლიძემ.