თვის ბოლოს მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია – მელია

“თვის ბოლოს მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია”- განაცხადა, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც ცოტახნისწინ დაბრუნდა საქართველოში კიევიდან. ნიკა მელია კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

“მგონი სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე 3 დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას. ეს იქნებოდა ძალიან არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან…ახლაც კი, დღეს მაქვს შეხვედრა კოლეგებთან, ხვალ გაგრძელდება, ზეგიდან რეგიონებში გავდივართ და თვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.