“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მან პროტესტის ფორმად შიმშილობა აირჩია, დანარჩენი ოპოზიცია კი სხვა ფორმებით იბრძვის.
მისი აზრით, არასწორი იქნება, თუ მთელი ოპოზიცია შიმშილობას დაიწყებს.
“ვაგრძელებ შიმშილობას, გეგმა არ შეიცვლება მანამ სანამ არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის გარანტიები. ერთი რამ მინდა ვთქვა მათ შორის ოცნების გასაგებად. მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის უკიდურესად მშვიდობიანი. ყველას დღეს აქვს ბრძოლის თავისი ფუნქცია. ახლა მთელი ოპოზიცია თუ დაჯდება და იშიმშილებს, ეს იქნება უკიდურესი სიბრიყვე და არასწორი. მე ავირჩიე ასეთი ფორმა. ყველა იბრძვის აბსოლუტურად. ჩვენ ვნახეთ, ზუგდიდში რა ხდებოდა გუშინ ღამით, ციხესთან, რეგიონებში, ყველას თავისი ფუნქცია აქვს”,– ამბობს ელენე ხოშტარია.
დღეს ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ს დეპუტატები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყებას.