” თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს” – ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისი დიპლომი არ აქვს.
“აჭარის რესპუბლიკის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ ქმედებებს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, როგორც ვიკიპედიის მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზეა მითითებული, სიმართლეს არ შეესაბამება.
სწავლა შეწყდა და სწავლის ეს პერიოდი სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით არ დასრულებულა. ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა”. – წერია განცხადებაში.