თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა”-ში გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ფედერაცია წერს, რომ შენგელია მუდამ დაიცავს სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას.
“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!” – წერია განცხადებაში.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლით ბედნიერია.
მისივე განცხადებით, თავი სამართლებელი არავის აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.