თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის უიშვიათესი შესაძლო კავშირი დადასტურდა

ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.

მათი თქმით, ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა კი 60 წლამდე ზრდასრულ ქალებზე მოდის.

EMA ვაქცინის მომხმარებლებს მიმართავს, მიიღონ სამედიცინო დახმარება შემდეგი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში:

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში;
  • ოფლიანობა ქვედა კიდურებში;
  • განგრძობითი ტკივილი მუცლის ღრუს არეში;
  • ნევროლოგიური სიმპტომები, თავის არეში განგრძობითი და მწვავე ტკივილის და ბუნდოვანი მხედველობის ჩათვლით;
  • მცირე ზომის სისხლის ლაქები კანის ქვეშ, ნანემსარის მიმდებარედ.

დღესვე ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა ორგანომ ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, რომ 30 წლამდე ზრდასრულ მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის ნაცვლად სხვა ვაქცინა შესთავაზონ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ვაქცინა ხელმისაწვდომია და ჯანმრთელობის მყისიერი საფრთხე არ დგას.

იმ პირებმა, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზა მაინც უნდა გაიკეთონ. ბრიტანეთის წამლების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოში განაცხადეს, რომ მხოლოდ მათ ვისაც ვაქცინის პირველი დოზის მიღებს შემდეგ თრომბი განუვითარდა, მეორე დოზა აღარ უნდა მიიღონ.