დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ასეთი ზრდა 2 კვირის განმავლობაში შენარჩუნდა, მაშინ ჯანდაცვის სისტემა მართვადი იქნება.
,,დღეს გვაქვს 22 ახალი შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. 15 არის დაკავშირებული თეთრიწყაროს კლასტერთან და დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. ყველა მათგანი შესაბამის ცენტრებში არის გადაყვანილი. იცით, რომ 179 ადამიანია უკვე გამოჯანმრთელებული. სამწუხაროდ, გვაქვს 6 გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა, ჩვენი პროცენტი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 1.1% ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში. მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ თუ ამ ორი კვირის განმავლობაში დინამიკის ასეთი ზრდა შევინარჩუნეთ, მე-6 მე-7 და მე-8 კვირას, თუ იქნება 20, 30, 40-ით ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. ჩვენი კლინიკური მართვის გამოსავლები საკმაოდ კარგია”, – ამბობს გამყრელიძე.
მან საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
,,მოვუწოდებ მოსახლეობას, ვიცით, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილია ექვსპუნქტიანი შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დააკადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, რომ მათი იგნორირება მოხდეს. ისევ და ისევ მტავარი რეკომენდაცია არის დარჩი სახლში. განსაკუთრებით, ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანები. ხშირი ხელების დაბანა, სანიტაიზერებით დამუშავება, დისტანციის დაცვა და სოციალური დისტანცირება არის მთავარი. რაც მთავარია, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია მივმართოთ ექიმს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.