„ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას ისე ეშინია რუსეთის, რომ მზად არ არის უკრაინა ბლოკში დაინახოს. თუ ვილნიუსში რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, ვფიქრობ, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. გვესმის, რომ ამ ომის დროს ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა: „უკრაინა ნატო-ში იქნება ამ ომის შემდეგ?“
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.