თუ უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდიან, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ – შოიგუ NATO-ს ქვეყნებზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ NATO-ს წევრ ქვეყნებს ემუქრება. ის ამბობს, რომ თუ ქვეყნები უკრაინას თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, რუსეთი “ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს”.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ნატოს ცალკეული ქვეყნების ლიდერების განცხადებებს მათი განზრახვის შესახებ, მიაწოდონ თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას. თუ ეს განხორციელდება, ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ”, – განაცხადა შოიგუმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ზელენკიმ უკვე არაერთხელ მოსთხოვა NATO-ს, ჩაკეტონ უკრაინის თავზე ცა, ან მათ მიაწოდონ თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.