ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თუ ამნისტიის კანონის ინიციატივა გიორგი რურუას არ შეეხება, ინიციატივა საკუთარი ცოდვების “გასაპრავებლად” იქნება.
“მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად”, — თქვა უგულავამ.
ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი დააინიცირებს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და აქ არ შევა ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახური ძალადობა და ა.შ.