თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან “- პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებმა 9 პარტიას მიცეს მანდატი, პარლამენტში შესულიყვნენ და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე ეზრუნათ.
“არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციების, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენების, ვირუსის გავრცელების და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის.
ამიტომ, მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან, ეს არის ჩვენი ძირითადი მოწოდება და ძირითადი მიზანი, რადგან ჩვენი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. ამისთვის მთავარია, დავიცვათ წესები”, – განაცხადა გახარიამ იმედზე ჩართვისას.