ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის პოლიტიზირებას, თუ არ უნდათ, რომ მეტი ცხედრის ჩანთა ჰქონდეთ.
გებრეიესუსი დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც ჯანმო-ს ჩინეთის მიმართ მიკერძოებული უწოდა და ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
,,გთხოვთ, ნუ მოვახდენთ ვირუსის პოლიტიზირებას. ის თავის სასარგებლოდ იყენებს იმ უთანხმოებებს, რაც ეროვნულ დონეზე გაქვთ. თუკი გსურთ ექსპლუატაცია და გსურთ, რომ გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა გქონდეთ, მაშინ განაგრძეთ ასე. თუკი არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან“, – განაცხადა გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე.
WHO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ და კვლავაც განაგრძობენ კორონავირუსთან დაკავშირებით მუშაობას.