დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პაატა იმნაძემ ამის შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მხრივ ყველა აუცილებელი ზომა უკვე მიღებულია, ახლა მოვლენათა შემდგომი განვითარება უკვე საზოგადოების მიერ რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული.
„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.