თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა ჩვენს ქვეყნებში მოგვიწევს – ამის შესახებ, ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა და NATO უკრაინის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
” პუტინს სანქციები ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სანქციებია. ისინი საჭიროა, მაგრამ გამონაკლისის გარეშე, რასაც ვხედავთ, როცა SWIFT არ მიემართება ენერგეტიკის სექტორს და ბანკებს, რომლებიც მას ემსახურებიან.
იმ ომის შეჩერება, რომელიც უკვე დაწყებულია, მხოლოდ ომს შეუძლია. თავი არ უნდა მოვიკატუნოთ და ვცადოთ სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის მხოლოდ იარაღის მიწოდებით. უკრაინელი ხალხი ომობს ჩვენთვის, მათი შვილები გვიცავენ ჩვენ პუტინის სიგიჟისგან.
იმ მანტრის გამეორება, რომ NATO უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს წარმოაჩენს. ამას ყველა ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი სწრფად სწავლობს, ბოლომდე მაინც არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომია. ან მონაწილეობ და ომობ აგრესორის წინააღმდეგ, ან უკრაინის და მისი ხალხის განადგურების ყურებით ხდები მისი პარტნიორი ომის დანაშაულში.
თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში.
უკრაინა ნამდვილ დახმარებას ითხოვს. ჩვენ კი ტელევიზიის ეკრანებზე ვუყურებთ საცხოვრებელი სახლების აფეთქებას და ვირწმუნებით, რომ უკრაინას კარგად ვეხმარებით.
მრცხვენია, რომ NATO-ს ლიდერები წუწუნებენ, რომ არ შეუძლიათ კონფლიქტში ჩაყოლა, როცა სირიაში, ლიბიაში, აფრიკაში, იუგოსლავიაში, ავღანეთში შეგვეძლო.”. – აცხადებს დალია გრიბაუსკაიტე.