“გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება, რომ ობიექტური და ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობებია, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუ, რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას.
მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ, კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე.