“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის უმრავლესობის ნაწილს კითხვით მიმართა. მისი თქმით, ისინი კარგ ხასიათზე არიან, თუმცა ცუდ ხასიათზეა საქართველოს მოსახლეობა.
,,მეჩვენება, რომ განწყობა ამ დარბაზში და განწყობა გარეთ, ორი სხვადასხვა მოცემულობა და ორი სხვადასხვა განზომილებაა. კარგია, რომ კარგ ხასიათზეა ამ დარბაზის დიდი ნაწილი, მაგრამ ცუდ ხასიათზეა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ცუდ ხასიათზე იმის გამოა, რაც ხდება მათ ცხოვრებაში.
რამდენი ადამიანი გვწერს ახლა. არ ვიცი სხვებსაც გწერენ, რომ მათთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დახმარება, დღეს არის მნიშვნელოვანი, საჭმელი აჭამონ საკუთარ შვილებს, დღეს არის მნიშვნელოვანი წამალი იყიდონ.
არადა, ყველაფერი კარგად ყოფილა. თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ასე აყვავებულია გარშემო ცხოვრება, ეს ხალხი რატო ვერ ხედავს. კარგი, ჩვენ უმადურები ვართ. ქართველი ხალხი უმადური ნამდვილად არ არის, რაღაცას ხომ უნდა ხედავდნენ პოზიტივს არა”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.