“ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, მაგრამ არავის შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თავად ქართველებს. ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება და ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას. თუ ამბობთ, რომ გსურთ ევროკავშირი და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში. პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკური ელიტის ყველა მხარეს. სამწუხაროდ, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არა ხელისუფლება, რაც ასევე ძალიან დამაფიქრებელია.
დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიის სწორ მხარეს დგომა. დღეს პუტინის მხარეს დგომა სამარცხვინოზე ბევრად უფრო მეტია. უკრაინის ბრძოლის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა სტატუსის მიღების შანსი”.
ასე მიმართავს, ევროპარალმენტარი რასა რასა იუკნევიჩიანე ქართველებს.