“კალაძის “გამპრავებლები“ ირწმუნებიან, რომ ვერტმფრენი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა და არა სტიქიის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რატომ აფრინდა სახელმწიფო ვერტმფრენი და რა უფლებით სარგებლობენ ქოც-ბანდის მაღალჩინოსნები სახელმწიფო საკუთრებით. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ უშველა კალაძემ მხოლოდ საკუთარ ოჯახს და ყველა დანარჩენი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა?! მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქოც-ბანდას სახელმწიფოც და ქართველი ხალხიც ფეხზე ჰკიდია?!
პროკურატურაში დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!
ისევ გახსენებთ კლასიკურ ჭეშმარიტებას – ნებისმიერ ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. ჰოდა, თუ ამათ არ ვიმსახურებთ, პირველივე არჩევნებზე პანღურით უნდა გავყაროთ ქოც-ბანდა, კრებითი კალაძეები, კობახიძეები და პოლიტიკურად ჩავრეცხოთ ბიძინიზმი, როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში”
ასე ეხმაურება, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ თბილისის მერმა “სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან”.