“თუ დავადასტურებთ, რომ გახარიას პრემიერობის დროს ხდებოდა ეს მოსმენები, ცუდია, არავინ ამბობს, რომ კარგია, მაგრამ თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმ პროცესზე, რაშიც გახარიას და მისი გუნდის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ამაზე პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს უნდა დავაკისროთ? ჯერ ხომ უნდა დავადგინოთ, მოსმენები ხორციელდებოდა თუ არა…”
განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა TV პირველის ეთერში.