“დევიზი – “წინ ღირსებით ჩინეთისკენ” ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქართველი ადამიანისთვის. ჩვენ შეიძლება ყველაფრისკენ “წინ” გვითხრან და საზოგადოების ნაწილი აყვეს, მაგრამ “წინ ღირსებით ჩინეთისკენ” მგონი, არასდროს ყოფილა მიმზიდველი საქართველოში. მახსოვს, კომუნისტები აკეთებდნენ ამას და ქართველი პოეტები ჩინეთზე თავის დროზე ლექსს წერდნენ კომუნისტების შეკვეთით. დღეს ცოტა არარეალური მგონია ამის მოტრიალება.
შუა დერეფნისთვის ჩინეთის ინვესტიცია ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკებია. იმის გაცხადება, რომ რუსეთისკენ მივდივართ, უხერხული იქნებოდა ოკუპირებული ქვეყნისთვის. არანაკლები აბსურდი მოიფიქრა “ქართულმა ოცნებამ” და თქვა, რომ “წინ ჩინეთისკენ”. არ მჯერა, რომ ამას ქართველი ხალხი აჰყვება. რუსეთთან სხვა სენტიმენტი გვქონდა და ჩინელებთან ეგ სენტიმენტიც არ გვაქვს.[…]
ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი შინაარსი, რაც ამ ქარტიამ შეიძლება შეიძინოს, არის ის, რომ სიების დაკომპლექტებაში დაეხმაროს ხელმომწერებს. იქნება ეს ერთი დიდი სია თუ ორი არ ვიცი. თუ ამაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, აგერ მე და აგერ თქვენ, ერთ თვეში ეს ქარტია არავის ემახსოვრება, ხელმომწერებსაც კი, დაავიწყდებათ რომ ხელი აქვთ მოწერილი.
ჩვენ არ გვესმის ამ დოკუმენტის შინაარსი, საჭიროება. პუნქტების 80%-ს არ ვეთანხმებით. ისევე როგორც სხვა ჩვენი კოლეგები არ ეთანხმებიან, მაგრამ მოგეხსენებათ მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხელს რას მოაწერენ. ხოლო ჩვენ სანამ მოვაწერთ – ვკითხულობთ”,
ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.