თუ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს გამოუშვებენ, ეს იქნება ახალი 5 ივლისის დაანონსება – ასე აფასებს TV პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფორმულას” ჟურნალისტის ვახო სანაიას საქმეზე სასამართლო პროცესის კიდევ ერთხელ გადადებას.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩემი მოლოდინია, რომ ამ ხელისუფლებიდან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მარიანა ჩოლოიანი გამოუშვეს სულ ცოტა ხნის წინ, შემთხვევით გაიგო მედიამ და რატომ უნდა გამიკვირდეს, რომ დღეს ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გამოუშვან. მგონია, რომ არ არის გამორიცხული გამოუშვან ჩვენ ვახოს საქმეზე ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ხვალ იქნება ბევრი ვახო სანაია, ბევრი ნაცემი ჟურნალისტი, თუ დღეს ჩვენ გავიგებთ რომ ეს მოძალადეები გამოუშვეს”, – განაცხადა მან.
დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთმა ფაქტებმა მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისამდე.