“მე მგონია, რომ ახლა ოპოზიციამ უნდა გაიაზროს თავისი მდგომარეობა. ველოდები, რომ მალე დადგება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებში ეს მომენტში. საახალწლო პერიოდი ამის გადასააზრებლად კარგი პერიოდია. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ წააგო ეს თამაში. უნდა ეცადოს ამ ბრძოლიდან გამოსვლას და დამთავრებას. მიშა-ბიძინას ამბავი რაღაცნაირად ხომ უნდა დამთავრდეს, რადგან თუ ვერ გამოგყავს შენი ლიდერი და ვერაფერს უპირისპირებ გარდა იმისა, რომ შენს ჯანმრთელობას იზიანებ, ჩემი აზრით, უნდა აღიარო დამარცხება. ადამიანებს უნდა მისცე საშუალება, რომ სხვა თამაში დაიწყონ და გონებაში გარდატეხები მოხდეს. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესია ყველასთვის”

ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.