„თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოს და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა” და შეგახსენებთ ასევე, რომ ეს იყო ამ პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ამ განცხადებით გახსნა მისი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება “ქართული ოცნების” განცხადებას, ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰაიდი ტალიავინის დასკვნას და იმ ინტერვიუს, რომელშიც “რადიო თავისუფლებას” ცდა ჰქონდა, რომ გამოჰქომაგებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და რაიმე გამოეტყუებინა ამ გამოცდილი დიპლომატისთვის, რომელიც წაადგებოდა ამ წყალწაღებული, ხავსმოკიდებული ძალის გადარჩენას იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად ჩამოებანა ის უდიდესი დანაშაულებრივი სირცხვილი და ქმედება.

სწორედ, რომ ჩვენ ავაცილეთ ის ბრალდებები, რომლებიც დაგვიტოვა მემკვიდრეობად “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული ჯარის და სახელმწიფოს მიმართ. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მყარი ჯავშანი ჩვენმა ქვეყანამ და ჯარმა მოირგო ერთხელ და სამუდამოდ.

რაც შეეხება, აი ამ უბადრუკ ცდას პარტიების და მათი ტელევიზიების, ეს არის მხოლოდ თემის შემობრუნების [ცდა]. ვინც არ უნდა განაცხადოს, “ქართული ოცნება” არ ადანაშაულებს საქართველოს, არც მის ჯარს. ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა იქიდან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ აი ამ სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით”,

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.