დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 5 დღეში მცირედი მატების ტენდენციაა როგორც ინციდენტობის, ისე დადებითობის მაჩვენებლების მიხედვით.
მისივე თქმით, შეინიშნება აქტიური შემთხვევების ზრდა, თუმცა სიკვდილიანობის სტატისტიკა პოზიტიურია და ნოემბრიდან დღემდე ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ დღეს დაფიქსირდა.
გამყრელიძის განცხადებით, თუკი მარტ-აპრილის თვეებს დღეს არსებული სტატისტიკით გავივლით, მესამე ტალღა არ იქნება, თუმცა თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, რეგულაციების გამკაცრება საჭირო გახდება.
„პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ჯანდაცვის სექტორი დღეში 1000-მდე შემთხვევას გაუძლებს, თუმცა არ გვინდა, რომ სიტუაცია გაუარესდეს. ამის პრევენციის გზა არის პირბადის ტარების მაჩვენებლის გაუმჯობესება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი სანიტარიზაცია და დიდი თავშეყრების თავიდან აცილება. ამას ემატება ვაქცინაციის გააქტიურება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ “ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს“.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა.