ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რომელზეც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომელიც სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიღებს, რაც ევროკავშირის მხრიდან ჩამოთვლილ რეკომენდაციებს შეასრულებს:
“უპირველესი ცხადი მესიჯი ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ არის ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მოსახლეობისთვის, რომ განახორციელონ ფუნდამენტური რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სასამართლოს თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოს ინსტიტუტებთან, რათა მათ მიაღწიონ პროგრესს. ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, დარწმუნებული ვარ რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გარემოში საქართველოში მათთვის შესაძლებელი იქნება უდიდესი პროგრესის მიღწევა.
ვიცი, მათ იციან ზუსტად რისი გაკეთებაა საჭირო, რომ სწორი მიმართულებით გადადგან ნაბიჯები და დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გავგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ დონეზე…
ჩვენ ნამდვილად გვინდა მათთან ერთად ვიმუშაოთ რათა მათი სწორი მიმართულებით მუშაობის ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ“– განაცხადა შარლ მიშელმა.