„არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“.

აცხადებს ამის შესახებ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  ასლან ბჟანიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზა განთავსდება.