“თუ მელია ჩუმად იქნება და განცხადებას არ დაწერს, ამნისტია შეეხება” – მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ თუ მელია ჩუმად იქნება და განცხადებას არ დაწერს, ამნისტია შეეხება.
“არსად არ წერია, თანხმობა უნდაო, არა. წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს. თუ უნდა, რომ არ შეეხოს, უნდა დაწეროს განცხადება, რომ გთხოვთ, მე ამნისტია არ შემახოთ. ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ აფერისტობს. ზუსტად იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ზუსტად იცის, რომ თუ ამას დაწერს, რომ არ შემეხოს, მაშინ მოუწევს ციხეში ჯდომა. ამას არ აკეთებს და ნუ მოგატყუბთ, ნუ მოიტყუებთ თავს. კითხეთ, სად წერია, რომ თანხმობა უნდა.. არ უნდა თანხმობა… უნდა თქვას, რომ “მე არ მინდა ამნისტია”. ჩუმად არ უნდა იყოს და თუ ჩუმად იქნება, შეეხება”, – ამბობს ზარქუა.