ბოლო დღეებში ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის – თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? არსებობს საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რაც ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა