თუ ნიკა მიიღებს EU-ს გირაოს, ამნისტიაზე მსჯელობისთვის მეტი სივრცე გვექნება – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუ ნიკა მელია დათანხმდება ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას, ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობისთვის მეტი სივრცე დარჩება.

“შეთანხმება შედგა. ამნისტიის კანონპროექტზე პარლამენტში მუშაობა გაგრძელდება, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს ამ კანონპროექტზე მუშაობაში შესაბამისი გზებით, შემოუერთდეს შეთანხმებას, შემოვიდეს პარლამენტში და დაიკავოს მათთვის განკუთვნილი ადგილები. ნიკა თუ მიიღებს ევროკავშირის გირაოს და ნიკა თუ იქნება თავისუფალი, ეს დღისწესრიგიდან ამოიღებს იმას, რომ ამნისტიის კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული, ჩვენ გვექნება მეტი სივრცე მსჯელობისთვის”,- ამბობს სამადაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის გირაოს მიღება მელიას გათავისუფლებისთვის ყველაზე სწრაფი გზაა.

ცნობისთვის, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე თანახმაა, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევენ.