“ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და ყველასთვის უნდა იყოს ნათელი ერთი რამ: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც ახლა მიმართავს, ეს კარი დაიკეტება და საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის. ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ შედეგებზე. დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე თუ საშუალო პერსპექტივაში, რათა საქართველოს მთავრობის ეს ქმედებები შეწყდეს.”