“ივანიშვილის რეჟიმის მკაფიო მარცხის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მარტო 43%-ს კი არა და 42%-ს, არამედ მარცხს საკვანძო ქალაქებში – თბილისში, თელავში, გორში, ქობულეთში, თერჯოლაში, ხონში, რუსთავში, გურჯაანში, ზუგდიდში, არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს, ამ ქალაქებში მარცხის შემთხვევაში იმ ტიპის წნეხი იქნება პოლიტიკურად ავტომატურად ქვეყნის შიგნიდან ვითარებიდან გამომდინარე და ქვეყნის გარედან, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე, რომ ჩემი მყარი რწმენით, ის ამას ვერ გაუძლებს.
მაგრამ რა ნაბიჯებს გადავდგამთ სამოქალაქო პროტესტის თვალსაზრისით ამის შემდეგ, ახლა ამაზე ნაადრევია ლაპარაკი. რა თქმა უნდა, თუ სამოქალაქო პროტესტი გახდება საჭირო, მათ შორის, მწვავე, ამას უნდა მიმართოს მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმაც, ოღონდ ჯერ უნდა დადგეს ის წინაპირობა, რომელიც ჩემი აზრით, იქნება საკმარისი ამ რეჟიმის გასატეხად, ეს წინაპირობაა იმ მასშტაბის მარცხი, რომლის განეიტრალება იქნება პოლიტიკურად შეუძლებელი, მაშინ კი სწორედ ის წნეხი, რაზეც იძახიან ხოლმე – ჩვენ თავისუფალი სამყარო დაგვიჭერს თუ არა მხარს? ის დაუჭერს მხარს როდესაც იქნება ძალიან მკაფიო ნება ქართული საზოგადოების, დიდი უპირატესობით”
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში.