ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, “ვნახავთ რეჟიმს”.
“საქართველოს ეს ადრეც უნახავს – ძალაუფლების დაგროვება ერთი ადამიანისა და ერთი პარტიის ხელში, მაგრამ ვფიქრობ, ახლა მდგომარეობა განსხვავებულია. თუკი პოლიტიკური პარტიები ვერ მოახერხებენ, მოაგვარონ სიტუაცია და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ამას უფრო დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ვნახავთ ძალიან არადემოკრატიული მმართველობის სტილს, ჩვენ ვნახავთ რეჟიმს.
ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა ძალაუფლების დაბალანსების საკითხი, ამისთვის პლურალისტული პარლამენტია საჭირო. გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემის გადაჭრა, სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის ძალიან ხშირად გამოიყენება”,– ამბობს იან კელი მარშალის ფონდის დისკუსიაზე, რომელის ამსახველ ვიდეოსაც ტვ პირველი ავრცელებს.
ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ ახლანდელი სტატუს–კვო საქართველოს არ დაახლოვებს საგარეო პოლიტიკის უპირველეს მისწრაფებასთან.