თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ჩვენ ვუპასუხებთ – ჯო ბაიდენი

“თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ჩვენ ვუპასუხებთ”- ასე პასუხობს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო Associated Press-ის მიერ დასმულ შეკითხვას : ”გაქვთ თუ არა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი განათავსებს ამ იარაღს, აყენებს მათ პოზიციაზე ან განიხილავს მათ გამოყენებას? და უპასუხებენ თუ არა აშშ ან ნატო სამხედრო მოქმედებით, თუკი მან გამოიყენა ქიმიური იარაღი?”

აღნიშნულ კითხვაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციაზე საუბარი არ შეეძლო თუმცა აღნიშნა : “ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება გამოყენების ბუნებაზე”.