თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს – ამის შესახებ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს და გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო ჩანაწერებს ეხმაურება.
““მე არაფერი მაქვს დასამალი” იმ ოპერიდანაა “ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო”…
არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში??? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის “ცოდვებია” რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა??
თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს!!!!” – წერს გოცირიძე.