“სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ვითარება არჩევნების დღეს და რა მოცემულობა დადგება – რამდენად მოხერხდება ხელისუფლების დემორალიზება და დეზორგანიზება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც იმისთვის აცხადებას ამას, რომ ჩამოვიდეს და ვინმეს ხელები გაუწოდოს და დამაპატიმრეთო, ეს არ არის მისთვის კომფორტული მდგომარეობა. მას აუცილებლად სჭირდება გარკვეული პერიოდით მაინც, რომ იმოქმედოს. თუ მან დაინახა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მობილიზებულია, არჩევნების შედეგიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ის გადაიფიქრებს ჩამოსვლას”
ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.