თუ საქართველოს სურს, ნორმალურად იცხოვროს ჩვენთან, ამისთვის მზად ვართ – ლავროვი

მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.

“თუ საქართველოს ნამდვილად სურს, რომ დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მცდელობაში არ გაათამაშოს რუსული კარტი და ჩვენთან, როგორც მეზობლებთან ნორმალურად იცხოვროს, ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ”, – თქვა ლავროვმა.

მისივე განცხადებით, წელიწად-ნახევრის წინ მზად იყვნენ, გამოეცხადებინათ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ შემდეგ “მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩამოვიდა თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის შეხვედრაზე”,– აღნიშნა სერგეი ლავროვმა.