უახლოეს მომავალში არც კი განვიხილავთ, არც მსჯელობას არ ვგეგმავთ რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ. […] ახლა ერთობებზე ლაპარაკი მე მგონია, რომ არის ადრე და ეს რომ მგონია, ვეყრდნობი მოქალაქეების ინტერესებს და თუ რაიმე ტიპის დაკვეთა არსებობს ან იარსებებს საზოგადოების მხრიდან ლელოსთანმიმართებით, ეს დაკვეთა გვეცოდინება არჩევნებთან ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე 10 თვეა. პრინციპი, არასოდეს თქვა ნებისმიერ ფორმულირებაში, არ არის სწორი, ამიტომაც ძალიან გულწრფელად ვამბობ, პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ამ ეტაპისთვის და უახლოეს მომავალში, რაც შეიძლება ნიშნავდეს 1-2-3 თვეს, მსჯელობაც კი არ იგეგმება ამ საკითხზე…[…]
[…] სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორთან, ამ შემთხვევაში ნიკა მელიასთან, გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს – ეს არის ის, რომ არსებობს პოლიტიკოსი, პერსპექტივაში პოლიტიკური პარტია, რომლის დაფუძნებასაც აპირებს და რომელთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის იქნებოდა კომფორტული, თუ ამის საჭიროება დადგება.
რატომ ვამბობთ, რომ კომფორტული იქნება ნიკა მელიასთან თანამშრომლობა? იმიტომ, რომ რიგი თანამშრომლობის წარსული გამოცდილება ნიკა მელიასთან მიმართებით გვაქვს. მის მიმართ არ გაგვაჩნია მძიმე პოლიტიკური შეკითხვები ან არაფორმალურ მმართველობასთან ან ძალადობრივ პოლიტიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო და ლიდერი იყო, მას ბოდიში აქვს ბევრჯერ მოხდილი ნაციონალური მოძრაობის წარსულის გამო. მას სწორად აქვს გადააზრებული, როგორც პოზიტიური შედეგები ნაციონალური მოძრაობის, ასევე უარყოფითი. ამიტომ სრულიად გასაგებია ის, რომ მასთან პოლიტიკური თანამშრომლობის დისკომფორტი არ გაგვაჩნია.