“ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. ისინი, ვინც ჯერ შეიძლება კიდევ ცოცხლები არიან, მათთვის ლოცვა, რომ შეიძლება დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამავდროულად, 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის. გაერთიანება ამ ორი ტრაგედიის, რომელიც ორივე აგვისტოში მოდა, შეიძლება ბოლომდე თანხვედრაში არ იყოს.

ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება. ასევე, განრისხებული ბუნება გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში იწერება, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველებისთვის მიუღებელია.

ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც ადამიანები იბრძოდნენ, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა და თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს. დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.