თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად – გონჩარენკო

თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად – ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ TWITTER-ზე დაწერა.

”თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის, იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს, ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელებაა. ” – წერს გონჩარენკო.

კვირას მიტოვიცაში, კოსოვოს ჩრდილოეთით შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო.

შეტაკებების რაიონში შეიმჩნეოდა საგანგებო სამსახურების მანქანების სიმრავლე.

ამის შესახებ Jerusalem Post წერს.

ამჟამად უცნობია, საიდან დაიწყო ინციდენტი.

სავარაუდოდ კოსოვოსა და სერბეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთის პოზიციებს(ოფიციალური მიზეზი უცნობია). დაჭრილია რამდენიმე სამხედრო.

მედია წერს, რომ ამ რაიონში ზოგიერთი გზა გადაიკეტა. სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, კოსოვოს სპეცრაზმმა კი საზღვარი დაბლოკა.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ‘‘სერბეთი უფრო რთულ და მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა (კოსოვოსთან დაკავშირებით), როგორც დღეს არის.„ მან მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა და ხაზი გაუსვა, რომ თუ მათ მშვიდობის შენარჩუნება არ უნდათ, სერბეთი გაიმარჯვებს. გამოცემა srbija danas–ის ინფორმაციით ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბები დევნას აღარ მოითმენენ.

“სერბებმა მე ეს გუშინ ათჯერ გამიმეორეს. ლამის მუხლებზე დავდექი მათ წინაშე და ვემუდარებოდი მშვიდობაზე. ბოლოს და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ პირობა მომცეს, თავად არ მოახდენენ პროვოცირებას, არც თავს დაესხმიან ალბანელებს, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ბევრს გონია“–თქვა მან.

მთავარ ხიდთან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კოსოვოს მიტროვიცას ყოფს, დაახლოებით 200 ალბანელი შეიკრიბა. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ზვეჩანის ახლოს, რუდარის რაიონში წავლენ, სადაც ბარიკადებს აღმართავენ.

მოქალაქეების  უკმაყოფილების მიზეზი გახდა კოსოვოში შესვლის წესების შეცვლა.ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერმა, აბინ კურტიმ დაანონსა, რომ 1 აგვისტოდან კოსოვოში შემომსვლელ სერბეთის ყველა მოქალაქეს  თავიანთი პასპორტების, კოსოვოს დროებითი პირადობის მოწმობებით შეცვლა დასჭირდება. 1 აგვისტოდან ასევე დაიწყება სერბეთის რესპუბლიკის ნომრებიან სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება კოსოვოში.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთმა დაიწყო სახმელეთო ჯარების, ჯავშანეტექნიკისა და ავიაციის გადასროლა ჩრდილოეთ კოსოვოს რეგიონებისაკენ, სადაც სერბების მჭიდროდ რაიონებია, თუმცა სერბეთის თავდცავის სამინისტრო ჯერ-ჯერობით უარყოფს კოსოვოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას…

სერბეთის მმართველი პარტიის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვენ არა მხოლოდ კოსოვოსა არამედ მთლიამად ბალკანეთის დენაციფიკაციას…

ესპანეთის პრემიერმინისტრმა ნაადრევად დატოვა ბელგრადი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ექსპერტების ნაწილი სიტუაციის ესკალაციაში პუტინის ინტერესებს ხედავს, რომლისთვისაც  ახალი ფრონტის კერების გაჩენისა ხელსაყრელია (სერბეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან)  უკრაინიდან ყურადღების გადასატანად.

“ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია,” – ამის შესახებ  უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხში წერს.

“ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის [თეთრი სახლის სპიკერი] ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის, – წერს გერაშენკო.

კოსოვოში ამჟამად NATO-ს და მოკავშირეების კონტინგენტი 3775 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 40 უკრაინელი სამხედროა.