“ქალბატონმა ელჩმა ბრძანა ასეთი რამე, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარებიო და ქრთამის მიცემაო, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მოსამართლე გამოვიდა ფაქტობრივად, ადრე მეფისნაცვალი იყო ჩვენთან. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, მისმენენ ესე იგი ტელეფონზე, ამიტომ მე ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ მე ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ მე დღე იქნება თუ ღამე”,
აცხადებს დასანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე.