“ტერმინი “ტვინდემია“ ნიშნავს პარალელურად ორ ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, იგულისხმება კოვიდისა და სეზონური გრიპის ეპიდემია. თუ ეს ორი ეპიდემია ერთდროულად იქნება, სამწუხაროდ, მეტი იქნება რისკი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, მძიმე პაციენტების არსებობის, უფრო გადაიტვირთება რეანიმაციები და სამწუხაროდ, გაიზრდება სიკვდილობა.
ამ ორი დაავადების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა ის პრევენციული ზომა, რომელიც კოვიდის დროს გამოიყენება, ავტომატურად, ერთი-ერთში, არის გრიპის ეპიდემიის პრევენციაც. ჯერჯერობით, “ტვინდემია“ მხოლოდ მოლოდინია მსოფლიოში“
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე “იმედთან” საუბრისას.