„პალესტინაში გენოციდის მმართველ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს გულწრფელად ვეუბნები: ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს. ეს ჩვენი სახლია და დასავლეთ აზია ჩვენი რეგიონია. ჩვენ კომპრომისზე არცერთ მხარესთან არ მივდივართ და არ გვაქვს დათქმა, როცა საქმე ეხება ჩვენი სახლის უსაფრთხოებას. გენოციდი ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ღაზის მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. დღეს ღაზა ელოდება სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჰამასი“ ებრძვის ოკუპაციას და აქვს ლეგიტიმური უფლება…
ჩვენი მოლაპარაკებების თანახმად, „ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი პატიმრები. მეორე მხრივ, მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელის გათავისუფლებას. ირანი მზადაა, კატართან და თურქეთთან ერთად, თავისი როლი შეასრულოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წამოწყებაში. ბუნებრივია, 6 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გლობალური საზოგადოების კიდევ ერთი აუცილებლობა და პასუხისმგებლობაა”.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი საუბრობს.