პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ ყველა ოპოზიციონერი პარლამენტში შევა, ის საკუთარ მანდატს დახევს.
“შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ და სასურველია, რომ ყველა შევიდეს ოპოზიციიდან. მე ისიც მაქვს ნათქვამი, ყველა ოპოზიციონერი თუ შევა, ვისაც მანდატები აქვს, მე პირადად დავხევ მანდატს და არ შევალ პარლამენტში თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემთვის მანდატია რაღაც საოცრება და ერთი სული მაქვს, რომ იქ შევიდე. ყველა თუ შევა, ვინც იქ შეთანხმებას ხელს მოაწერს, აგერ მე და აგერ თქვენ, მაქვს სხვა ეთერში ნათქვამი და აქაც ვიმეორებ, მე ასე პირდაპირ უგულავას დავუძახებ პარლამენტის წინ, რადგან ის ჩემს მანდატზე ყველაზე მეტს განიცდის და მის თვალწინ დავხევ, ან რა ვიცი მივცემ და თუ უნდა შეჭამოს კიდეც ის მანდატი ისეთი დაგეშილი დასდევს ამ ჩემს მანდატს.
ირონიის გარეშე ვამბობ, მე იმ მანდატს დავხევ და არ შევალ თუ ყველა ოპოზიციონერი, ვინც იქ[…] იმიტომ, რომ ოპოზიციის შესვლა შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში იქნება ძალიან სწორი ნაბიჯი, რადგან ხელში გვეჭირება ძალიან ძლიერი იარაღი ოცნების დამარცხების თვითმმართველობის არჩევნებზე”, — განაცხადა ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.