თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების მეორე ტრანშზე საუბრისას განაცხადა.
,,ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, – განაცხადა კახა კალაძემ.